ვეტერანმა კოტ დ'ივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ პრემიერლიგაზე ამ სეზონში მხოლოდ ორჯერ ითამაშა და გუნდის გამოცვლა უნდა. მისი სამსახურით "ნიუ იორკ სიტია" დაინტერესებული. მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ამერიკულ გუნდს ტურეს ზამთარში გადაყვანა სურს, "ქალაქელები" კი ზაფხულამდე გაშვების წინააღმდეგი არიან. გეცოდინებათ, ამ ორივე კლუბს ერთი მფლობელი ყავს.