მაროკო მუნირის მათ ნაკრებში თამაშის უფლების მოპოვებას ცდილობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 22 წლის თავდამსხმელმა მუნირ ელ ჰადადიმ 2014 წლის სექტემბერში ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მაკედონიასთან ითამაშა, მას შემდეგ ფურია როხაში არ გამოუძახიათ, ზაფხულში კი თავისი ისტორიული სამშობლოს მაროკოს მოქალაქეობა მიიღო და ახლა, როდესაც მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, საერთაშორისო სპორტულ სასამართლოს მიმართეს, რათა ფეხბურთელს მათ ეროვნულ გუნდში ასპარეზობის უფლება მიეცეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამის წინააღმდეგია. მუნირი ამ სეზონში იჯარით "ალავესში" თამაშობს და ლა ლიგას 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული