პაბლო ოსვალდო: ფეხბურთს ბარბეკიუ და ლუდი მირჩევნია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პაბლო ოსვალდომ შარშან 31 წლის ასაკში დაანება ფეხბურთის თამაშს თავი და ამას არც ნანობს. ის როკ-მუსიკოსი გახდა.

"რაც მიყვარდა, ყველაფერი შემჯავრდა. ფეხბურთზე და ფულზე მეტად ბარბეკიუ და ლუდი მიყვარს. 2016 წლის დეკემბერში "სევილიას" მაშინდელი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი დამიკავშირდა და მითხრა, თავდამსხმელი მჭირდება, არ შეგზღუდავ, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ ჩემს გუნდში გადმოდიო.

ვუპასუხე, ბოსს, მალე Cosquín Rock-ის ფესტივალია-მეთქი. ხორხემ კი მომიგო, აუჰ, ღმერთო კი მომკალი, სულ დამავიწყდა, რა თქმა უნდა, შენ ხომ მაგას ვერ
გამოტოვებო",- ციტირებს ოსვალდოს "გაზეტა დელო სპორტი".

პაბლომ კარიერა "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა, სადაც "პორტუდან" გადავიდა და საიდანაც კონტრაქტის გაფორმებიდან სამი კვირის შემდეგ გააგდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული