გურამ კაშიას თანაგუნდელმა თავის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
წარუმატებლად ასპარეზობს ამ სეზონში გურამ კაშიას "ვიტესი", რომელიც ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-12 ტურში სტუმრად "გრონინგენთან" დამარცხდა 2:4 და 19 ქულით მე-6 ადგილზეა.

კაშიამ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისმა თანაგუნდელმა ფანკატი დაბომ კი, როდესაც 1:0-ს იგებდნენ, 59-ე წუთზე თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა 40 მეტრიდან თავისი გუნდის გოლკიპერს იერუნ ჰაუვენს და მაგრად გაახარა სტადიონზე შეკრებილი 17 263 მაყურებელი.

სხვათა შორის, 22 წლის დაბო ლონდონის "ჩელსის" მცველია და არნემულ გუნდში იჯარით თამაშობს.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში ანგარიშიც ავტოგოლით გაიხსნა - თავი მასპინძელთა
გუნდის დანიელმა ლეგიონერმა კასპერ ლარსენმა "გამოიჩინა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
კალაძის ერთ თამაშში 2 ავტოგოლის მერე ეს რა მოსატანია.თანაც ნაკრებში.
გადაშენდი
12:59 20-11-2017
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული