"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დანიელე მასარო, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, აცხადებს, რომ მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადაბარგდება:
"დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იკარდი ბლანკოსში გადავა და ბენზემას შეცვლის",-განაცხადა მასარომ Premium Sport-ის ეთერში.
მაუროს ნერიაძურისთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.