სალაჰმა თავის თამაშს "ზამალეკის" ექს-პრეზიდენტს აყურებინა, რომელმაც გუნდში არ აიყვანა

AutoSharing Option
25 წლის შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი ეგვიპტეში ლამის ეროვნული გმირია, 13 მატჩში 10 გატანილი გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია და რაც მათი თანამემამულეებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, კონგოს ნაკრებთან შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანა და 1990 წლის შემდეგ "ფარაონები" პირველად იასპარეზებენ მუნდიალზე.

კარიერის დასაწყისში მოჰამედს თურმე, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში "ზამალეკში" უნდოდა ჩარიცხულიყო, მაგრამ კლუბის მაშინდელმა  პრეზიდენტმა მამდუ აბასმა უნიჭოდ ჩათვალა და უარით გაისტუმრა. სალაჰს ის ამბავი გველის ნაკბენივით ახსოვს და მამდუ ინგლისის ჩემპიონატზე "ჩელსისთან" თავისი თამაშის საყურებლად დაპატიჟა. აბასი შეთავაზებას დათანხმდა და
"ენფილდზე" მის მიერ დაწუნებული ფეხბურთელის გოლიც იხილა და მისადმი ფანების უსაზღვრო პატივისცემაც. ახლა თავად განსაჯეთ, ვინაა უნიჭო და ვინ ნიჭიერი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული