ხოჭოლავა მატჩის 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც 1:0-ს იგებდნენ და "შახტარი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში დონეცკის "შახტარი" ცალკარას ეთამაშებოდა ზაპოროჟიეში ლუგანსკის "ზარიას", 1:0-ს იგებდა, უამრავი მომენტი გაანიავა და ვინ იფიქრებდა თუ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასული გუნდი ამ შეხვედრას წააგებდა?

საქმე იმაშია, რომ დონბასური გუნდის ფეხბურთელები ზედმეტად უხეშობდნენ და სრულიად არასაჭირო მომენტებში იღებდნენ ბარათებს. 79-ე წუთზე მსაჯმა სერგეი ბოიკომ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ნახევარმცველი ივან პეტრიაკი, 86-ეზე ჰავბეკი ფრედი და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 89-ე წუთზე უკანა ხაზის გასამაგრებლად ნახევარმცველ მარლოსის ნაცვლად შეცვლაზე ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა შეუშვა.

ყველაფერი ამის
მერე დატრიალდა, თუმცა დავითს ამაში ბრალი საერთოდ არ მიუძღვის.

90-ე წუთზე მცველმა ბოგდან ბუტკომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი აიკიდა (სხვათა შორის, ეს ის ბუტკოა, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას საფინალო სასტვენის წინ აიკიდა თერთმეტმეტრიანი), რეფერიმ პენალტი დანიშნა, კამათისთვის წითელი ბარათი უჩვენა მცველს იაროსლავ რაკიცკის,  "მეშახტეები" მოედანზე რვანი დარჩნენ და 90+4-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვეს - დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა მეკარე ანდრეი პიატოვს და რიკოშეტით კარში ბუტკომ შეაგორა.

ნამატჩევს ფონსეკა მოედანზე შევიდა და ბოიკოს ეკამათა, პრეს-კონფერენციაზე კი მოკლედ თქვა, ჩვენ ერთი გოლი გავიტანეთ, მეტოქემ ორი და დავმარცხდითო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
აშკარად გაკეთებული თამაში იყო მეორე გოლი საერთოდ.... მეკერე ასე ბურთს არ იგერიებს
გოგა
11:02 08-01-2018
0
ნაჩალიჩარი მატჩი იყო!
moqalaqe
15:11 11-12-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული