14:11 13-12-2017
იაპონიის კაპიტნის გოლი მოედნის ცენტრიდან აღმოსავლეთ აზიის თასის თრილერში [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში 84-ე წუთზე იუ კობაიასიმ გახსნა, 4 წუთის შემდეგ კი იაპონელთა 25 წლის კაპიტანმა გენ შოჯიმ მოედნის ცენტრიდან დარტყმით სხვაობა 2-მდე გაზარდა.
ჩინელებმა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, იუი დაბაოს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით შეძლეს.
აღმოსავლეთ აზიის თასი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ტურნირის გამარჯვებული იაპონიისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებაში გამოვლინდება. იაპონიისათვის ტიტულის მისაღებად ფრეც საკმარისი იქნება. დაპირისპირება 16 დეკემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული