ვანდა ნარას შვილის დაბადების დღეზე ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლე ერთად ჰყავდა

AutoSharing Option
მართლაც მოხერხებული დედაკაცია 30 წლის ყოფილი მოდელი და მოცეკვავე ვანდა ნარა. ჯერ არგენტინელი ფეხბურთელის მაქსი ლოპესის მეუღლე გახლდათ, შემდეგ როდესაც დაინახა, რომ მის თანაგუნდელ მაურო იკარდისთან მეტი პერსპექტივა ქონდა,თავისზე 6 წლით უმცროს მაუროს წაყვა, თან სამი შვილი წაიყვანა, ორი მისგან გააჩინა და თავის ჭკუაზე მართავს ყველაფერს.

მოგეხსენებათ, მაურო "ინტერის" კაპიტანი და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, მისი პერსონით რამოდენიმე სუპერკლუბია დაინტერესებული  და ამბობს, მე მხოლოდ თამაში მეხება, სატრანსფერო საქმეებს კი ჩემი თანამეცხედრე განაგებსო.

დიახ, ვანდა ყველაფერს განაგებს და ყველაფერი სათავისოდ აქვს
მოწყობილი. აგერ, გუშინ, თავისი ვაჟიშვილის კონსტანტინის დაბადების დღეზე მამამისი, მაქსიც მიიყვანა (უდინეზეში ასპარეზობს), რომელიც ახალ მეგობარ გოგონასთან დანიელა კრისტიანსონთან ერთად ეახლა, იკარდიც იქ იყო და ერთად იმხიარულეს.

ვანდამ თურმე, თავისზე გაცილებით უმცროსი დანიელა ისე მიიღო, როგორც საკუთარი "რძალი"...

ლოპესი და იკარდი შეიძლებოდა დღეს "სან სიროს" მოედანზეც შეხვედროდენ ერთმანეთს, მაგრამ მაქსი მწვრთნელმა მასიმო ოდომ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაურომ კი შეუცვლელად ითამაშა, გოლიც გაიტანა, თუმცა ნერიაძურიმ სენსაციური მარცხი განიცადა 1:3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული