მოგეხსენებათ, მაურო "ინტერის" კაპიტანი და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, მისი პერსონით რამოდენიმე სუპერკლუბია დაინტერესებული და ამბობს, მე მხოლოდ თამაში მეხება, სატრანსფერო საქმეებს კი ჩემი თანამეცხედრე განაგებსო.
დიახ, ვანდა ყველაფერს განაგებს და ყველაფერი სათავისოდ აქვს
ვანდამ თურმე, თავისზე გაცილებით უმცროსი დანიელა ისე მიიღო, როგორც საკუთარი "რძალი"...
ლოპესი და იკარდი შეიძლებოდა დღეს "სან სიროს" მოედანზეც შეხვედროდენ ერთმანეთს, მაგრამ მაქსი მწვრთნელმა მასიმო ოდომ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაურომ კი შეუცვლელად ითამაშა, გოლიც გაიტანა, თუმცა ნერიაძურიმ სენსაციური მარცხი განიცადა 1:3.