შვაინშტაიგერს "ჩიკაგოსთან" კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება. გერმანული გუნდებისთვის კონტრაქტის შესაძლო გაფორმებისას პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი იქნება.
ბასტიანის აგენტმა იუწყა, რომ მისი კლიენტის წლიური გასამრჯელო 5 მილიონი ევროა.
აშშ-ს მიმდინარე ჩემპიონატის 25 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.