რივალდო: მესის და რონალდოს კონკურენციას გავუწევდი

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რივალდომ თანამედროვე ფეხბურთში "ოქროს ბურთისათვის" ბრძოლაზე ისაუბრა:

"სიამოვნებით ვითამაშებდი მესისთან ერთად. მაგარი იქნებოდა. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესოა.

რონალდო? "რეალის" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. ისევე როგორც მესის, მისი შეჩერებაც ძნელია, ორივეს ბევრი გოლი გააქვს, არ იცი შეტევისას რას მოიმოქმედებენ.

რადგან კრიშტიანომ "ოქროს ბურთი" მოიგო, ე.ი. დაიმსახურა. ჩემს დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე პრეტენზიას ბევრი მოთამაშე აცხადებდა. ახლა ასე არაა.

მახსოვს ფიგუ, დელ პიერო, ტოტი, ამჟამად კი სხვაგვარადაა და დარწმუნებული ვარ, მესისა და რონალდოს კონკურენციას
გავუწევდი, რადგან ჩემ დროს თამაში უფრო რთული იყო".






მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზარი არ არის, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში შანსი გექნებოდა :)
grisha
11:01 20-12-2017
2

სიახლეები პოპულარული