ტომაშ როსიცკიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიისა" და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

37 წლის ჩეხმა 19-წლიანი პროფესიონალური კარიერს განმავლობაში 747 მატჩში მიიღო მონაწილეობა საკლუბო დონეზე, სადაც 58 გოლი გაიტანა და 70 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ასევე 105 მატჩია ნაკრების მაისურით, სადაც მან თავი 23 გოლით გამოიჩინა.

"ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. სულ უფრო მიმძიმს მატჩებისთვის მომზადება. კვლავ მსურს თამაში, მაგრამ ჩემი სხეული საპირისპიროს მეუბნება. შესანიშნავი კარიერა მქონდა. მიყვარს ფეხბურთი და მინდა ეს კვლავ შევიგრძნო", - თქვა როსიცკიმ The
Sun-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული