ამ ორი იტალიური გრანდის დაპირისპირებას არასოდეს აკლია დაძაბულება. ამჯერადაც ასე იქნება. წესით, ტურინულ ბრძოლაში ვერ ვიხილავთ "იუვენტუსის" მცველებს - ჯორჯო კიელინისა და ბენედიქტ ჰიოვედესს. საეჭვოა ჯანლუინი ბუფონისა და ხუან კვადრადოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
"ჯალოროსი" კი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით იქნება. რომაელები იხტიბარს არ იტეხენ და ფიქრობენ, რომ ტურინში მაქსიმუმის მიღწევას შეძლებენ.
დაძაბული მატჩის მოლოდინია "ნაპოლისა" და "სამპდორიას" შორის. მასპინძელი, რა თქმა უნდა, ფავორიტია. თან "ნაპოლის" გამარჯვება
"მილანისა" და "ატალანტას" შეხვედრა ერთ-ერთი ცენტრალურია ტურში. მილანელებმა გასულ უქმეებზე მოულოდნელი მარცხი იწვნიეს "ვერონასთან", რის შემდეგაც ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომა სურდა, მაგრამ ჯერჯერობით დარჩა და ერთად ვნახავთ, რა იქნება ახლო მომავალში. ფაქტი კია, რომ "მილანს" რთული მატჩი ელოდება.
ცხადია, "ლაციო" შინ ფავორიტად ითვლება "კროტონესთან" შეხვედრაში. რომაელთა შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. მათ მხოლოდ პორტუგალიელი შემტევი, ვეტერანი ლუიშ ნანი დააკლდებათ. "კროტონე" სახიფათო ზონაში კია, მაგრამ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდი ხშირად ძალიან საშიშია და სიმონე ინძაგის გუნდს სიფრთხილე არ აწყენდა.
"ინტერის" მიზანი "სასუოლოსთან" გასვლით შეხვედრაში გამარჯვებაა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც "ნერაძურიმ" გასულ ტურში მოულოდნელი საშინაო მარცხი (1:3) იწვნია "უდინეზესთან".
წესით, ამ შეხვედრაში "ინტერს" ერთადერთი ფეხბურთელი უნდა დააკლდეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დანაკლისი უმნიშვნელოვანესია. თუ არაფერი შეიცვალა, მინდორზე ვერ ვიხილავთ პორტუგალიელ შუახაზელ ჟოაო მარიოს.
ფაქტები
- "კალიარისა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 4 მატჩში 17 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.25 გოლი თითოეულ შეხვედრაში).
- "ფიორენტინამ" "კალიარის" ბოლო 2 გასვლითი მატჩი მოუგო (5:3 გასულ სეზონში).
- "კიევომ" "ბოლონიასთან" ბოლო 14 საშინაო მატჩში (6 მოგება, 7 ფრე) მხოლოდ 1 წააგო - 0:1 2011 წლის ოქტომბერში.
- "რომამ" "იუვენტუსთან" სერია A-ს ბოლო 3 საგარეო მატჩი წააგო.
- "რომამ" "იუვენტუსთან" გასვლით შეხვედრაში ბოლოს 2010 წლის იანვარში გაიმარჯვა (2:1), რის შემდეგაც ყველა მომდევნო შეხვედრაში ერთად მხოლოდ ქულის აღება მოახერხა.
- "ლაციო" და "კროტონე" აქამდე მხოლოდ წინა სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი თამაში რომაელებმა მოიგეს (1:0), ხოლო სეზონის ბოლო მატჩში გამარჯვებით (3:1) "კროტონემ" სერია A-ში ადგილი შეინარჩუნა.
- "მილანმა" "ატალანტას" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო.
- "სამპდორიას" "ნაპოლი" 2010 წლის მაისის შემდეგ არ დაუმარცხებია და მხოლოდ 3 ფრე ითამაშა ბოლო 12 მატჩში.
- "სამპდორიამ" "ნაპოლი" სტუმრად ბოლოს 1998 წლის აპრილში დაამარცხა (2:0).
- "ინტერს" სერია A-ში ყველა დიდი ანგარიშით სწორედ "სასუოლოსთან" აქვს მოგებული - 7:0 2013/14 წლების სეზონში.
პარასკევი, 22 დეკემბერი
კიევო-ბოლონია 21:00
კალიარი-ფიორენტინა 23:45
შაბათი, 23 დეკემბერი
ლაციო-კროტონე 15:30
ჯენოა-ბენევენტო 18:00
ნაპოლი-სამპდორია 18:00
სასუოლო-ინტერი 18:00
სპალ-ტორინო 18:00
უდინეზე-ვერონა 18:00
მილანი-ატალანტა 21:00
იუვენტუსი-რომა 23:45
ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"