"მანჩესტერ სიტის" 31 წლის ნახევარმცველი დავიდ სილვა ხშირად მიემგზავრებოდა ამ ბოლო დროს ესპანეთში და ჭორები დაირხა, თითქოს კიბოთია დაავადებული. გუნდის მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ დავიდს ოჯახური პრობლემები აქვს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რაშია საქმე.
დღეს სილვამ თავად განმარტა ყველაფერი.
"ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ სიყვარულისა და თბილი სიტყვებისთვის. ამ კვირაში მრავალი წერილი მივიღე. განსაკუთრებით ვემადლიერები თანაგუნდელებს, მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას.
მინდა გაუწყოთ, რომ ჩემი შვილი მატეო დღენაკლული დაიბადა და ექიმების დახმარებით ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის",-დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერზე.
17:41 03-01-2018
დავიდ სილვა: ჩემი დღენაკლული შვილი გადარჩენისთვის იბრძვის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ღმერთმა მალე გამოგიჯანმრთელოს შვილი დავიდ!
6
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული