რონალდოს თქმით, ისინი რომ სხვა ეპოქაში დაბადებულიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ მიიღებდნენ.
"საერთოდ არ მინდა, მესი და კრიშტიანო დავაკნინო, მაგრამ ჩემს თაობაში ბევრად დიდი კონკურენცია იყო.
მესი და კრიშტიანო საუკეთესოს წოდებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, თუმცა ჩემს დროს ზინედინ ზიდანი, რივალდო, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო და მე ვიყავით.
ასეთ თაობაში იყო საუკეთესო, ძალიან რთულია", - თქვა რონალდომ.
მომზადებულია SportBild-ის მიხედვით