რონალდო: მესი და კრიშტიანო ჩემს დროს რომ ყოფილიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ აიღებდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ,ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

რონალდოს თქმით, ისინი რომ სხვა ეპოქაში დაბადებულიყვნენ, ამდენ "ოქროს ბურთს" ვერ მიიღებდნენ.

"საერთოდ არ მინდა, მესი და კრიშტიანო დავაკნინო, მაგრამ ჩემს თაობაში ბევრად დიდი კონკურენცია იყო.

მესი და კრიშტიანო საუკეთესოს წოდებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, თუმცა ჩემს დროს ზინედინ ზიდანი, რივალდო, ლუიშ ფიგუ, რონალდინიო და მე ვიყავით.

ასეთ თაობაში იყო საუკეთესო, ძალიან რთულია", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია SportBild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
მართალი ხარ... ალბათ მესის 2 ექნებოდა და რონალდუს 1 ოქროს ბურთი.. შანსი არაა პროსტა, რომ ისეთი ფეხბურთელები დაეჩრდილათ, როგორებიც რონალდინიო, ბექემი, ფიგუ, გიგზი, სქოულზი, ზიდანი და ძალიიან ბევრი სხვა... რონალდო მართლა ფენომენი იყო ♥♥♥
ზურა
17:55 04-01-2018
9
ბრაზილიელი, ფენომენად წოდებული რონალდო, იყო, არის და დარჩება ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელად და ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად და რომ არა ტრავმები, ის უკონკურენციო იქნებოდა დასაბამიდან დღემდე... ვისაც არაა აქვს ნანახი, უყურონ, თუ რა კონკურენციის პირობებში იყო ის საუკეთესო და რა დონის მცველების წინააღმდეგ უწევდა მას თამაში...
ვახო
16:17 06-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული