"იუვენტუსის" ნახევარმცველი ბუნდესლიგაში იასპარეზებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველი მარკო პიაცა იჯარით "შალკეს" შეუერთდა. ახალგაზრდა ხორვატი გერმანული კლუბის ღირსებას 6 თვის განმავლობაში დაიცავს.

ტურინულმა კლუბმა არენდის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო მიიღო, რასაც, შესაძლოა, ბონუსის სახით 500 000 ევრო დაემატოს. იტალიური მედიის ცნობით, "შალკეს" 22 წლის ფეხბურთელის სრულყოფილი ტრანსფერი სურდა, თუმცა არენდას დასჯერდა, რადგანაც "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელები პიაცას სამომავლო გეგმების ნაწილად განიხილავენ.

პიაცას თქმით, "შალკეში" თამაში მისმა გერმანელმა თანაგუნდელმა, ბენედიქტ ჰიოვედესმა ურჩია, რომელიც "ბიანკონერიში" გადასვლამდე "შალკეს" კაპიტანი იყო.



მკითხველის კომენტარები / 1 /
არენდა არა, იჯარა!
გიორგიპირველი
09:26 05-01-2018
0

სიახლეები პოპულარული