"მანჩესტერ სიტიმ" ჯორჯო კიელინის შეძენა მოისურვა

AutoSharing Option
33 წლის მცველი ჯორჯო კიელინი 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავს "იუვენტუსის" ღირსებას, ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და კლუბმა მისი 2 სეზონით გახანგრძლივება შესთავაზა.

Skysports-ის ცნობით, ჯორჯოს სამსახურით "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა, რომლის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის ასაკის და შრომითი ხელშეკრულების ვადის დასასრულის გათვალისწინებით, მისი ხელში შედარებით იაფად ჩაგდების იმედი აქვს.

"ქალაქელები" აგრეთვე "ლესტერის" მცველის ჰარი მაგუაირის 50 მილიონ ფუნტად ყიდვას გეგმავენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Jorjo arsad wamsvlelia
Alika
02:02 08-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული