"ამან ხასიათი განმიმტკიცა, ძალა შემმატა, ახალგაზრდობაში ამის გადატანა ძნელია. ჩემი ოჯახი ბევრს ებრძოდა ხალხს, რომლებიც მეუბნებოდნენ, შეხედეთ მის სახეს, აი, მახინჯი, აი, ნაიარევიო.
სადაც მივდიოდი, ყველგან მიყურებდნენ. ეს არ იყო სასიამოვნო. ჩვენს რაიონში ყველა ერთმანეთს იცნობდა. ვგრძნობდი, თანაკლასელების მშობლებიც კი დამცინოდნენ.
როდესაც ახალგაზრდა ხარ, ეს მძიმე ასატანია. თუმცა, არასოდეს არ ვიმალებოდი და არ ვტიროდი, არასოდეს".
როდესაც ფრანკი 2 წლისა იყო, მშობლებთან ერთად ავტოავარიაში მოხვდა, მათი მანქანა