"რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დაკარგვა სასიამოვნო არაა. ყოველ 6 თვეში რომელიმე წამყვანი მოთამაშე მიდის გუნდიდან. მოკლედ, ამას უკვე მივეჩვიეთ. მათ წარმატებებს ვუსურვებთ. ამ ბიჭებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ახლა შეკრებაზე კარგად უნდა ვივარჯიშოთ და შევთამაშდეთ.
ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურად იქნება. პირველ ექვსეულში მოსახვედრად ყოველ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ".