"გასულ წელს რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად "სპარტაკის" თავდამსხმელი კვინსი პრომესი რომ აღიარეს, ეს მიუთითებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე. ამბობენ, ინგლისში წავა სათამაშოდო. სად წავა, ამიხსენით ერთი. დაწყნარდით. იქ ფეხბურთი უნდა ითამაშოს, იბრძოლოს, ბურთი აართვას, აქ კი მოედანზე კი არ დარბის, არამედ დადის.
"ლივერპულში" გადავა? ვის უნდა 0:7-ზე წაგების შემდეგ? თავს რატომ იტყუებთ. იმ მატჩში პრომესი საერთოდ სად იყო?"