უკრაინის ჩემპიონატზე მე-6 ადგილზე მყოფი დონეცკის "ოლიმპიკი" ეროვნებით ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. გუნდის კაპიტანი 24 წლის მეკარე ზაურ მახარაძეა, კიევის "დინამოდან" არენდით აიყვანეს მცველი ზურაბ ოჩიგავა, რომელიც პოლონეთის "არკაში" ვერ გადავიდა, ჩერნიგოვოს "დესნადან" ინათხოვრეს მცველი თემურ ფარცვანია და ნახევარმცველი ლუკა კობერიძე, ხოლო მცველი ლუკა ნადირაძე დუბლებიდან გადაიყვანეს. დუბლებში თამაშობს ნახევარმცველი ალექსეი გელოვანი. მოკლედ, ქართული სათვისტომო აქვთ. ამათგან უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა.
გუნდი გუშინ შეიკრიბა, ფეხბურთელებმა ვარჯიში დაიწყეს და დღეს შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრებიან.
18:07 13-01-2018
დონეცკის "ოლიმპიკი" სანახევროდ ქართველებით დაკომპლექტდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული