- 13 წლის განმავლობაში "ოლიმპიკში" ასპარეზობდით და კლუბის დატოვება გადაწყვიტეთ...
- ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც სრულდება და ვიგრძენი, რომ ახლა სწორედ ცვლილების დრო იყო. ნაბიჯის წინ გადადგმა მჭირდებოდა.
"ოლიმპიკის" ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ამ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი. ვფიქრობ, "ზორია" ტოპ-კლუბია.
- საიდან გაჩნდა ლუგანსკური კლუბის ინტერესი?
- ჩემმა აგენტმა ვადიმ შაბილიმ დამირეკა და
- "ზორიას" უკრაინის ნაკრების მეკარე ანდრეი ლუნინი ჰყავს. არ გეშინიათ კონკურენციის?
- 15 წლის აღარ ვარ, მსგავსი რამეების რომ მეშინოდეს. ეს ნორმალურია, კონკურენცია გეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გახდე.
- თუ ისწავლეთ უკვე ქართული სიტყვები?
- ცოტა, მაგრამ ქართულ ენას აქტიურად ვსწავლობ. შემდეგ შეკრებაზე მსურს, ქართულად ნორმალურად ვსაუბრობდე.
- საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვისთან ერთად ცხოვრობთ ოთახში?
- "ლუცერნის" ფეხბურთელ ვაკო გვილიასთან ერთად. ის უკრაინაში, ზაპოროჟიეს "მეტალურგში" თამაშობდა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.
- როგორ შეეგუეთ საქართველოს ნაკრებს, როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი?
- ყველაფერი კარგად მიდის. ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ ადაპტაცია გავლილია, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა. აქ ყველაფერი მომწონს.
- თუ გესაუბრათ უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი?
- დიახ, მასთან ვისაუბრე. ვაისმა მითხრა, რომ ბევრი მეშრომა და ჩემი თავი წარმომეჩინა. სლოვაკმა მომილოცა მოქალაქეობის მიღება და ეროვნულ ნაკრებში გამოძახება.
ერთი რამის თქმა შემიძლია, აქ ყველაფერი სოლიდური და ძალიან საინტერესოა და ახალ რაღაცებს ვსწავლობ.
- როგორც ვიცით, საქართველოს ნაკრებში რეკომენდაცია "ოლიმპიკის" ყოფილმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა გაგიწიათ, რომელიც ქართულ გუნდს, "გაგრასაც" ავარჯიშებდა...
- დიახ, ასეა. ამისთვის დენის ალექსანდროვიჩს დიდ მადლობას ვუხდი.