"შახტარის" ვიცე-პრეზიდენტი - სააკაშვილს: უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელში

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დონეცკის "შახტარის" პრეზიდენტ რინატ ახმეტოვის მიმართ, რომელსაც ხშირად აკრიტიკებს.

საპასუხოდ სააკაშვილი ახმეტოვის მარჯვენა ხელმა, დონბასური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, 2010-12 წლებში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბორის კოლესნიკოვმა გააკრიტიკა.

"2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 15 თვეში 5 საერთაშორისო აეროპორტი ავაშენეთ. ნახეთ, სააკაშვილი ახლა კიევში დადის და ყველას ეუბნება, რომ საქართველო ააშენა. ევროპირველობის დაწყებამდე უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელიწადში და არავინ არ დარბის მთელ მსოფლიოში და არავის თავის პოლიტიკურ
სამსახურს არ სთავაზობს", - განუცხადა კოლესნიკოვმა Data.ua-ს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გეტყობათ აშენებულის , შიმშილის ზღვარზე გყავთ ხალხი და რაც აგიშენებიათ , იმასაც ანგრევთ თქვე საცოდავებო :(
kai erti
22:15 15-01-2018
24
გამოდის უკრაინას უფრო ნაკლები აუშენებია .მოსახლეობით 10ჯერ დიდია და ტერიტორიითაც.
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული