ა, კაცი - შვიდთვიან დასვენებაში 22 მილიონი აიღო!

AutoSharing Option
33 წლის არგენტინელ თავდამსხმელს კარლოს ტევესს ჩინეთის "შანხაი შენხუაში" წლიურ გასამრჯელოდ 38 მილიონი ევრო დაუნიშნეს, მაგრამ არც ითამაშა სახეიროდ, მხოლოდ 7 თვე გაძლო იქ, 22 მილიონზე მეტი აიღო და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მშობლიურ "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს ასპარეზობას.

აი, რა განუცხადა კარლიტომ Goal-ის ჟურნალისტს დენიელ ედვარდსს:"ჩინეთში 7 თვე ვისვენებდი. გუნდის მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს დასაშვებად მიაჩნიათ ჩემი გაკიცხვა. ისე, მართალი გითხრათ, არ ვიცი რას ვაკეთებდი იქ".

ტევესმა "შანხაი შენხუაში" 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და მის ყოფილ გუნდს თითო გოლი 5.5
მილიონი დაუჯდა. კარლოსი ახლა აცხადებს, რომ მუნდიალზე სურს მონაწილეობის მიღება.

დიეგო მარადონამ მას საქციელი შეუქო, ასე თქვა, იდეალურია, სახლში ფულით სავსე ტომრით დაბრუნდაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული