გურამ კაშიას "ვიტესმა" რუსი მცველი ვიაჩესლავ კარავაევი შეიძინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას "ვიტესმა" 1.5 მილიონ ევროდ პრაღის "სპარტას" 22 წლის რუსი მცველი ვიაჩესლავ კარავაევი შეიძინა და 3.5-სეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კარავაევის აგენტი ივან ბაკულინი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს, რომელმაც ამ სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატის მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, არ უნდოდა არნემულ გუნდში გადასვლა, მაგრამ პრაღაში რამდენჯერმე ჩააკითხეს, საშველი არ მისცეს და როგორც იქნა, დაიყოლიეს "ვიტესში" გადასვლაზე.

ბაკულინის თქმით, სლავას მიზანი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლა და რუსეთის ნაკრებში თამაშია. ისე, ის რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული