სამირ ნასრისა და ჟერემი მენეზის დარად ანთალიური გუნდი 36 წლის კამერუნელ ფორვარდს სამუელ ეტო'ოსაც დაემშვიდობა, რომელიც დღეს "კონიასპორში" ჩაირიცხა. სამუელმა ამ სეზონში თურქეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ეს "კონიასპორიც" "ანთალიასპორის" მსგავსად სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის.