"გალათასარაის" ფორვარდი შეხვედრის მიმდინარეობისას ცუდად გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გალათასარაის" ფორვარდი ბაფეტიმბი გომისი შეხვედრის მიმდინარეობის დროს ცუდად გახდა.

თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში, "ქასიმფაშასთან" საგარეო მატჩის მე-7 წუთზე 32 წლის ფრანგი მოულოდნელად მოედანზე დაეცა. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა კი სასწრაფოდ სამედიცინო შტაბს უხმეს.

გომისმა თამაშის გაგრძელება შეძლო, მისი ცუდად გახდომის მიზეზი კი არ გაჟღერებულა. აღსანიშნავია, რომ იგი შეუძლოდ თამაშის მიმდინარეობისას სხვა დროსაც გამხდარა.

"სუონსიში" ასპარეზობისას იგი "ტოტენჰემთან" მატჩის დასაწყისშივე მოედანზე დაეცა და მალევე შესაცვლელი შეიქნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული