ლეონიდ სლუცკის გურამ კაშიას "ვიტესმა" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
24 თებარვალს გაუწყეთ, რომ "ვიტესს", რომლის კაპიტანიც ქართველი მცველი გურამ კაშიაა, ლეონიდ სლუცკი ჩაუდგებოდა სათავეში. ეს ინფორმაცია დღეს არნემული კლუბის დირექტორმა მარკ ვან ჰინტუმმა დაადასტურა.

ვან ჰინტუმმა განაცხადა, რომ სლუცკი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტია, ინგლისურად კარგად ლაპარაკობს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

სლუცკი ახალ გუნდში მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება. ის ადრე რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში, მერე როგორც ამბობენ, "ჩელსის" პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა "ჰალის" მენეჯერობა "გაუჩალიჩა", მაგრამ იქ ვერ ივარგა და გადააყენეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული