საბერძნეთში ფეხბურთი გაურკვეველი ვადით შეჩერდა - დასჯის ფიფა ბერძნებს?

AutoSharing Option
ფიფამ შესაძლოა, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნას. ამის შესახებ ინგლისური პრესა იუწყება.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისათვის პაოკ-ის მფლობელ ივან სავიდისის საქციელი ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელიც მოედანზე იარაღით შევარდა და მსაჯებს მოკვლით ემუქრებოდა.

თავის მხრივ კი, საბერძნეთის სპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა, ეროვნული ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეაჩეროს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან 2-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს სპორტის მინისტრმა გიორგიოს ვასილიადისმა შემდეგი განუცხადა:

"გადავწყვიტეთ, ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შევაჩეროთ. წესების
დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს უეფასთან.

ჩემპიონატი მანამდე არ განახლდება, სანამ ახალ წესებსა და რეგულაციებზე არ შევთანხმდებით, რომლებსაც ყველა დაიცავს".

თავად ივან სავიდისი კი, რომელიც აღნიშნულ ინციდენტში მთავარი ფიგურაა, ამბობს:

"უკან დახევას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რათა უკეთესი ჩემპიონატი მივიღოთ".

ფიფამ დაგმო სავიდისის საქციელი და საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას შეუთვალა, რომ თუ კომპეტენტური ორგანოები საჭირო ზომებს არ მიიღებენ, ისინი საბერძნეთს საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნიან.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მოიწონა გადაწყვეტილება ეროვნული პირველობის შეჩერების შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ ეს ფაქტი მიმდინარე საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი არ გახლდათ.

2018 წელის 5 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ათენის აეკ-თან მარცხის შემდეგ, "ოლიმპიაკოსის" ფანებმა არეულობა მოაწყვეს, რის გამოც გუნდს 3 ქულა დააკლდა, 2 მატჩი კი ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ჩაატარა.

26 თებერვალს ინციდენტში კვლავ "ოლიმპიაკოსი" გაეხვა. ამჯერად, პაოკ-ისა და "ოლიმპიაკოსის" მატჩი იმიტომ გადაიდო, რომ მასპინძელი გუნდის ფანებმა პირეოსული გუნდის თავკაცს საკასო აპარატის რულონი გაარტყეს.


შეგახსენებთ, რომ ბოლო ინციდენტი 11 მარტს დაფიქსირდა. პაოკ-ისა და აეკ-ის მატჩში მასპინძელთა მცველმა ფერნანდრო ვარელამ ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ამის გამო განრისხებული სავიდისი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს მოკვლით დაემუქრა, თუ გოლს არ ჩათვლიდნენ, ხოლო ფეხბურთელებს მოედნიდან გასვლისკენ მოუწოდა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
შიბლაუსკასავ საშენო თემაა, გძინავს თუ ხელფასს აღარ გიხდიან დამსაქმებელები?
შიბლატროლის
13:53 13-03-2018
0
პრაქტიკული ხალხია...
მსქროლავი ტროლი
13:29 13-03-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული