სანქცია მკაცრი იქნება - პაოკ-ი შესაძლოა უმაღლესი ლიგიდან დააქვეითონ

AutoSharing Option
ბერძნული საფეხბურთო კლუბი პაოკ-ი, შესაძლოა, უმაღლესი საფეხბურთო ლიგიდან დააქვეითონ. ამის შესახებ ინგლისური პრესა იუწყება.

საბრალდებო მხარის წარმომადგენლის, კონსტანტინოს სიმიტზოღლუს თქმით, კლუბის მიმართ სწორედ ეს სანქცია განიხილება.

უკეთეს შემთხვევაში კი, პაოკ-ს ჯარიმა დაეკისრება და ქულები დააკლდება, რითაც ჩემპიონობის შანსს მოისპობს.

გუნდის მფლობელი ივან სავიდისი კი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია, ფეხბურთიდან 3 ან 4 წლით მოიკვეთება.

შეგახსენებთ, რომ  11 მარტს პაოკ-ისა და აეკ-ის მატჩში მასპინძელთა მცველმა ფერნანდო ვარელამ ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო
გააუქმა.

ამის გამო განრისხებული პაოკ-ის მფლობელი ივან სავიდისი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს მოკვლით დაემუქრა, თუ გოლს არ ჩათვლიდნენ, ხოლო ფეხბურთელებს მოედნიდან გასვლისკენ მოუწოდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული