საბრალდებო მხარის წარმომადგენლის, კონსტანტინოს სიმიტზოღლუს თქმით, კლუბის მიმართ სწორედ ეს სანქცია განიხილება.
უკეთეს შემთხვევაში კი, პაოკ-ს ჯარიმა დაეკისრება და ქულები დააკლდება, რითაც ჩემპიონობის შანსს მოისპობს.
გუნდის მფლობელი ივან სავიდისი კი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია, ფეხბურთიდან 3 ან 4 წლით მოიკვეთება.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს პაოკ-ისა და აეკ-ის მატჩში მასპინძელთა მცველმა ფერნანდო ვარელამ ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო
ამის გამო განრისხებული პაოკ-ის მფლობელი ივან სავიდისი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს მოკვლით დაემუქრა, თუ გოლს არ ჩათვლიდნენ, ხოლო ფეხბურთელებს მოედნიდან გასვლისკენ მოუწოდა.