"ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ უჭირთ ცხოვრებაში თავიანთი ადგილის მონახვა. ძნელი იქნება ვარჯიშებისა და მატჩების გარეშე ცხოვრება.
მართალი გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვიტავს, მომავალში რას გავაკეთებ და სად ვიცხოვრებ, ბარსელონაში თუ როსარიოში. გული მტკივა იმის გამო, რაც არგენტინაში ხდება, სადაც ხალხი დაუცველია.
რა თქმა უნდა, მინდა მშობლიურ ქალაქში დავბრუნდე. იქიდან ძალიან პატარა წამოვედი. თუმცა, არის ზოგიერთი ნიუანსი. ადრე შემეძლო სამშობლოში მთელი