მეუღლის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ რიო ფერდინანდი ქორწილისთვის ემზადება
AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველს რიო ფერდინანდს 3 წლის წინ კიბოთი მეუღლე, რებეკა ელისონი გარდაეცვალა და სამი შვილი დარჩა. ლორენცი ახლა 12 წლისაა, ტეიტი 10-ის, ხოლო ტია 7-ის.
რიო ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს და უნდა 39 წლის ასაკში პროფესიონალი მოკრივე გახდეს.
შარშან მან ბრიტანული რეალითი-შოუს TOWIE-ის 26 წლის ვარსკვლავი კეიტ რაიტი გაიცნო და ზაფხულში დაქორწინებას აპირებენ.