ხორხე სამპაოლი პაულო დიბალას და მაურო იკარდის მუნდიალზე ალბათ, არ წაიყვანს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ უახლოეს 2 ამხანაგურ მატჩში, 23 მარტს იტალიასთან და 27 მარტს ესპანეთთან მონაწილეობის მისაღებად თავდამსხმელები პაულო დიბალა (იუვენტუსი) და მაურო იკარდი (ინტერი) არ გამოიძახა და ეს ასე ახსნა:

"დიბალას ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტირება გაუჭირდება. მის თამაშს ვერ გავაუმჯობესებთ და უნდა გადავწყვიტოთ: სხვები ჯობიან თუ მისი დონის ასამაღლებლად გვიჯობს მუშაობა?

იგივეს ვიტყვი იკარდიზე. მაუროს ნაკრებში და კლუბში ასპარეზობის შედარება არ შეიძლება. როგორც ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, უნდა მივიღო პრაქტიკული გადაწყვეტილება და არ უნდა ვიხელმძღვანელო პირადი ურთიერთობის საფუძველზე".
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინაზე ტევესმა დაბომბა ,,სერია ა" და არ გააკარეს მუნდიალს, ახლა ამათზე ამბობენ უარს, ჭირი ჭირთ მწვრთელების სახით
Irakli Apkhaidze
16:55 23-03-2018
0
ღმერთმა დასაჯა ეს ხალხი .... მისცა რა უზადო ნიჭის მქონე ფეხბურთელები და ამავდროულად ამის საპირწონედ ერთი მეორეზე ******* მწვრთნელები ... იმედია ოდესმე სიმეონეს დანიშნავენ..
vaime
02:06 23-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული