უკანასკნელ ხანს ბრაზილიელი ლეგიონერი დუგლას კოსტა ჩინებულად თამაშობს და მისი შეძენის სურვილი "მანიუმ" გამოთქვა.
მანკუნიანური კლუბი უკვე დაუკავშირდა ბიანკონერის და ტრანსფერში 45 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს ამბავი "დეილი მეილმა" იუწყა და ისიც გვამცნო, რომ "ბებერმა ქალბატონმა" უარი შეუთვალა.
ამ სეზონში ყველა ტურნირზე დუგლასმა 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.