სამპაოლი: მუნდიალი მესიზე მიბჯენილი პისტოლეტია, თუ ვერ მოიგო, დახვრეტილია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი მოსაზრებები თავის წიგნში დაწერა, რომელიც აპრილში გამოვა და თავდამსხმელ ლეო მესიზეც ისაუბრა:

"მუნდიალი მესისთვის თავზე მიბჯენილი პისტოლეტია, თუ ვერ მოიგო, დახვრეტილია.

ლიონელს შეუძლია თავისი ტალანტით ისიამოვნოს. ეროვნული გუნდის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური სიტუაცია ვნებს ლეოს. ვთვლი, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის მწვრთნელი ვარ. ყოველ შემთხვევაში, მისი დარი მოთამაშე ბოლო 10 წელიწადში არ ყოფილა.

რაც შეეხება მესის პოზიციას, იქ უნდა ითამაშოს, სადაც უფრო სასარგებლო იქნება - როგორც კლუბში. ახალი ველოსიპედის მოგონება სისულელეა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კარგად აწყნარებს!
სოსო
09:37 26-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული