თბილისში ჩამოსვლამდე ესტონეთის ნაკრები ერევანში ამხანაგურ მატჩში სომხეთს დაუზავდა (0:0) და საკმაოდ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. სავარაუდოდ, ისინი ლიტველებისგან განსხვავებით "ჯვაროსნებს" უფრო სერიოზულ წინაღმდეგობას გაუწევენ და დადებითი შედეგის იმედი აქვთ. ეს გუნდი ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა.
თბილისს ესტონელები ასეთი შემადგენლობით ეწვივნენ:
მეკარეები: მიკელ აკსალუ (სიკ, ფინეთი), ანდრეას ვაიკლა (ტორონტო, კანადა), მატვეი იგონენი (ლილესტრიომი, ნორვეგია)
მცველები: რაგნარ კლავანი (ლივერპული, ინგლისი), ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კენ კალასტე (კორონა, პოლონეთი), იონას ტამი (სარპსბორგი, ნორვეგია), მადის ვიჰმანი (ფლორა, ესტონეთი), არტურ პიკი (რუჟემბეროკი, სლოვაკეთი),
ნახევარმცველები: კონსტანტინ ვასილიევი (პიასტი, პოლონეთი), სიმ ლუსტი (ბოჰემიანსი, ჩეხეთი), კაროლ მეტცი (ბრედა, ჰოლანდია), მატ კაიტი (როსი, შოტლანდია), ილია ანტონოვი (რუდარი, სლოვენია), მარტინ მილერი (ფლორა, ესტონეთი), ანტონ დმიტრიევი (ლახტი, ფინეთი)
თავდამსხმელები: ჰენრი ანიერი (ლახტი, ფინეთი), სერგეი ზენიოვი (კრაკოვია, პოლონეთი)
მწვრთნელი: მარტინ რეიმი