ლეო მესიმ თავისი ნაკრების საცოდაობას ბოლომდე ვერ გაუძლო

AutoSharing Option
მარდიდში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთმა 6:1 დაამარცხა არგენტინა. ალბისელესტეს თავდამსხმელმა ლეო მესიმ მუხლქვეშა მყესის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ის ტრიბუნაზე ერთობ შეწუხებული იჯდა, 74-ე წუთზე გაშვებული მე-6 გოლის შემდეგ კი ადგა და იქაურობას გაეცალა.

ლიონელმა გუშინ განაცხადა, რომ ან ახლა უნდა გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები ან არასოდეს.

მან აღნიშნა, რომ ის და "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა ერთ პოზიციაზე თამაშობენ და პაულომ ან ცენტრში უნდა გადაინაცვლოს ან მეორე ფლანგზე.

ეტყობა, ამის გამო მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იტალიასთან და ესპანეთთან საასპარეზოდ არ გამოიძახა, თუმცა
თქვა, რომ დიბალასთვის ეროვნული გუნდის კარი დაკეტილი არაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული