ფაბიო კაპელომ "ჯიანგსაუ სუნინგის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
გამოცდილმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩინური კლუბი "ჯიანგსაუ სუნინგი" დატოვა. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

71 წლის მწვრთნელმა აზიური კლუბი 2017 წლის ივნისში ჩაიბარა და გასულ სეზონში სუპერლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.

"ჯიანგსაუს" ოფიციალურმა საიტმა კაპელოს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და შემდეგში წარმატებები უსურვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული