მიხაილ ბოიარსკი: რუსეთის ნაკრებზე სუსტი გუნდი არ არსებობს

AutoSharing Option
მოსკოვში, ბრაზილიასთან განადგურების შემდეგ (0:3), მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელმა რუსეთმა სანკტ პეტერბურგში საფრანგეთს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის სახალხო არტისტმა, ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა მიხაილ ბოიარსკიმ გააკეთა:

"თავს ვიმშვიდებთ, რომ ძლიერ გუნდებთან წავაგეთ? ჩვენ სუსტებთანაც დავმარცხდებით, არ ინერვიულოთ! სუსტი გუნდები არ არსებობენ. ჩვენის გარდა.

დიდი ოპტიმისტი უნდა იყო, ამათ რომ უგულშემატკივრო. მხოლოდ სასწაულის იმედად ვართ, ეკლესიაშია წასვლაა საჭირო და სანთელის დანთება, მაგრამ ეს არ გვიშველის.

მუნდიალზე კარგი არაფერი არ გველის, მაქსიმუმ - ჯგუფიდან გასვლა. ესეც დიდი კითხვის ნიშნის
ქვეშ დგას. ჩვენთან ფეხბურთში ცუდი სიტუაციაა და დიდი ხანი არაფერი არ შეიცვლება. ფეხბურთელები ფულით ვერ გაძღენ. მოტივაცია არა აქვთ. ვუყურებ უცხოელ ფეხბურთელებს და ისე თამაშობენ, თუ წააგეს, თითქოს დახვრეტენ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
პორადუიტეს ნა სვოიმ ვეკუ :))))) ამბიციები კი აქვთ იცოცხლე. აბა მეტი რისი იმედი აქვთ ნეტავ? ფეხბურთელები კი არა, თქვენი სახელმწიფო ვერ გაძღა ვერაფრით. ალალი იქნება მწარე ალიყური და მიიღებთ კიდეც მალე. ჯიქია ხომ გყავთ ახალი მალდინი ?
: )))))))
09:27 29-03-2018
1
ისეთი "წილისყრა" მოიწყვეს, რომ რუსები ჯგუფიდან ალბათ გავლენ; აი მერე კი გამოშიგნავენ
rega
09:28 29-03-2018
0

სიახლეები პოპულარული