51 წლის ტედი შერინგემს მესამე შვილი ეყოლება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 51 წლის ტედი შერინგემი და მისი 20 წლით უმცროსი მეუღლე, მოდელი კრისტინა ანდრიოტისი მეორე შვილს ელოდებიან.

ისინი 2012 წლიდან ერთად ცხოვრობენ, შარშანწინ იქორწინეს და ვაჟიშვილი ჯორჯი ქორწინებამდე შეეძინათ.

ტედის პირველი ქორწინებიდან ვაჟიშვილი ჩარლი ჰყავს, რომელიც მის მეუღლეზე 2 წლით უმცროსია.

შერინგემი 2017 წლის 15 ივნისს კალკუტის "ატლეტიკოს" მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ გუნდის არადამაკმაყოფილებელი ასპარეზობის გამო 26 იანვარს გადააყენეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული