როგორც იუწყებიან, ამის გამო გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მათ პოზიციას იზიარებს ფეხბურთის ფედერაციაც და არაა გამორიცხული, მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვი მოხსნან.
სტარკოვი ნაკრებს 2016 წლიდან უდგას სათავეში, იქამდე "ბაკუს", "სკონტოს", მოსკოვის "სპარტაკს" და ლატვიის ნაკრებს (1995-2004 წლებში) წვრთნიდა. მისი წლიური ხელფასი 75 ათასი ევროა.
სტარკოვი შესაძლოა, უკრაინელმა რომან გრიგორჩუკმა შეცვალოს, რომელიც ამჟამად "გაბალას" თავკაცია.