ოქრიაშვილის თანაგუნდელმა გულშემატკივრებს დედა აგინა, გუნდის მწვრთნელი კი მოხსნეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ტრავმირებული ქართველი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას "ანჟის" უმასპინძლა.

85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ყუბანური გუნდის ჰავბეკი ფიოდორ სმოლოვი შეცვალეს, რომელსაც მაყურებლებმა უსტვინეს. ჰოდა, ფედიამ არც აცია, არც აცხელა და შეუკურთხა - ბოზებო, პედერასტებო, თქვენს დედებს...

მოგვიანებით ის მიხვდა, რომ მოუკრეფავში გადავიდა და ბოდიში მოიხადა. ამ მატჩის 90+4-ე წუთზე მახაჩკალურმა გუნდმა, რომლის კარსაც ლორია იცავდა, ანგარიში გაათანაბრა და ფრეს მიაღწია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი "კრასნოდარმა" 49 წლის მწვრთნელი იგორ
შალიმოვი გადააყენა. შალიმოვი "ინტერში", "უდინეზეში", "ბოლონიასა" და "ნაპოლიში" თამაშობდა, ეს გუნდი კი შარშანწინ ჩაიბარა.

გეხსომებათ უთოუდ, როდესაც ოქრიაშვილმა მაკრატელათი ულამაზესი გოლი გაიტანა, შალიმოვმა თქვა, რამ გაგაკვირვათ, პირველად ნახეთ ქართველების ტექნიკაო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შალიმოვი თვითონაც კარგი ფეხბურთელი იყო.
სოსო
10:35 03-04-2018
0
შალიმოვის თაობა იყო ერთ..ერთი საუკეთესო რუსების ისტორიაში...კარგი პიროვნება....
ედუარდ ზარანდია
22:22 18-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული