ლუის ენრიკე: "ბარსელონას" დატოვებას არ ვნანობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსმწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავის ყოფილ გუნდსა და კატალონიელებზე ისაუბრა.

"შესაძლოა, ამას სწორად ვერ გამიგებენ, მაგრამ კატალონიელები ფანტასტიკურები არიან და კარგად ცხოვრობენ. დანარჩენ ესპანეთთან შედარებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან დაწინაურებულნი არიან.

ისინი განათლებულნი გახლავთ, ყველას პატივისცემით ეპყრობიან და ბევრს შრომობენ. საცხოვრებლად აქ დავრჩები.

"ბარსელონას" დატოვებას არ ვნანობ. სამუშაოზე სრულად უნდა დაიხარჯო. როდესაც ხედავ, შენი დრო დასასრულს მიუახლოვდა, ამას უნდა მიხვდე და გადაწყვეტილება დროულად მიიღო. არადა, "ბარსაში" საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.

კარიერის განახლება? ვერ გეტყვით. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინაა ჩემი სამსახურით
დაინტერესებული. საინტერესო სამუშაო უნდა შემომთავაზონ", - განუცხადა ენრიკემ "მუნდო დეპორტივოს".

ამას წინათ "დეილი მეილი" იუწყებოდა, რომ ლუისს "ჩელსის" მენეჯერობა შესთავაზეს, მაგრამ მან წლიურ გასამრჯელოდ 16.5 მილიონი ფუნტი მოითხოვა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენსაც "ასულგრანაში" იღებდა და მოლაპარაკება ჩაიშალა.

ცნობისათვის, "ჩელსის" ამჟამინდელი მენეჯერის, ანტონიო კონტეს წლიური ხელფასი 9.5 მილიონია და პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული