სერია A-ს 32-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში "სამპდორია" 3:0 გაანადგურა. გოლები მარიო მანჩუკიჩმა, ბენედიქტ ჰიოვედესმა და სემი ჰედირამ გაიტანეს.
"იუვე" ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "ნაპოლის" 6 ქულით გაექცა და დიდი ალბათობით კვლავ გახდება ჩემპიონი.