ხიზანას მსგავსად - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ბურთი თავით აართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ვასკო და გამასა" და "ატლეტიკო მინეიროს" შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრების ნახევარმცველმა ეფექტურად და ამავე დროს, ძალიან სახიფათოდ ითამაშა.

პირველ რიგში კი, ტრავმა ლამის საკუთარ თავს მიაყენა.

გუსტავო ბლანკომ გადაწყვიტა, მეტოქისთვის მიწაზე მდებარე ბურთი თავით აერთმია. ამ მოქმედებამ საქართველოს ნაკრებში მომხდარი უკვდავი კურიოზი გაგვახსენა, როცა ზურაბ ხიზანიშვილმა მიწაზე მდებარე ბურთი თავით მოიგერია.

▶ კურიოზები და საუკეთესო მომენტები - რა გვახსოვს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან? [VIDEO]

საბოლოოდ გამარჯვება (2:1) მაინც მასპინძლებს
დარჩათ. 87-ე წუთამდე "ვასკო და გამა" 0:1-ს აგებდა და 99-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან აართვა ხიზანას მსგავსი კი არავის გაუკეთებია ... მადლობა ზურაბს გენიალური სანახაობებისთვის ... !!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული