სტივენმა "ლივერპულის" აკადემიაში 1 წელი იმუშავა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შოტლანდიური კლუბის პრეზიდენტი დეივ კინგი, რომელიც "ლივერპულის" ლეგენდის, კენი დალგლიშის მეგობარია, უკვე დაუკავშირდა ჯერარდს კონტრაქტის თაობაზე, - იუწყება The Times-ი.
აქვე გეტყვით, რომ "რეინჯერსს" ამჟამად გრემ მარტი წვრთნის, რომელიც გუნდს სათავეში 2017 წლის ოქტომბრიდან უდგას. ამ დროისთვის "რეინჯერსი" ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და პრინციპულ მეტოქეს, "სელტიქს" 10 ქულით ჩამორჩება.