OkDiario: გადაწყდა - "რეალი" ნეიმარს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ 300 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
OkDiario-ს უფროსი საფეხბურთო ექსპერტი ედუარდო ინდა ირწმუნება, რომ "რეალმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის ტრანსფერი გაჩარხა.

"თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, ნეიმარი მომავალ სეზონში "სამეფო გუნდში" ითამაშებს. ნეის მადრიდული კლუბი დაახლოებით 20-25%-ით იმაზე ძვირად შეიძენს, რამდენიც პსჟ-ს მისი ყიდვა დაუჯდა. 260-300 მილიონად.

ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს სიამოვნება "პარი სენ ჟერმენს" 222 მილიონი დაუჯდა, პლუს 40 მილიონი ფეხბურთელის მამას გადაუხადეს.

საფეხბურთო აგენტმა პინი ზახავიმ უკვე ყველაფერი მოაგვარა და ამას მუნდიალის დაწყების წინ გამოაცხადებენ", - განაცხადა ინდამ.

ედუარდომ ისიც თქვა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს ლუკა
მოდრიჩის 10-ნომრიან მაისურს გადასცემენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტყუილი ფულის ყრაა , ნეი კიდევ რიგითი გაპიარებული ფეხბურთელია და მეტი არაფერი....
((((
23:42 08-05-2018
12
მივესალმები ტრანსფერს. ნეი თავისი თამაშის სტილით და მეტალიტეტით რეალის ფეხბურთელი იყო ყოველთვის :)
lasha
19:37 08-05-2018
43
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული